შინაარსზე გადასვლა

დუეინ ჯონსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუეინ ჯონსონი

დუეინ ჯონსონი (ინგლ. Dwayne Johnson; დ. 2 მაისი, 1972) — პროფესიონალი მოჭიდავე და მსახიობი. იგი ცნობილია თავისი როლით ფანტასტიკურ-სათავგადასავლო ფილმში - „The Mummy Returns“. დუეინი უაღრესად წარმატებული და პროფესიონალი მოჭიდავე იყო ფილმების გადაღებამდე. იგი ასევე ცნობილია ფილმით - „კლდე“.

დუეინ ჯონსონი დაიბადა 1972 წლის 2 მაისს, კალიფორნიაში, შეერთებული შტატები. მისი მამა, როკი ჯონსონი, პროფესიონალი მოჭიდავე იყო, ხოლო დედა, ატა მაივია, მოჭიდავის ქალიშვილი. მისი მამა წარმოშობით არის შოტლანდიიდან, ხოლო დედა სამოადან. მოჭიდავეების ოჯახში დაბადებულმა ჯონსონმა, გასაკვირი არ არის, რომ სახელი გაითქვა ამ სპორტში.

დუეინი ცოტა ხნით ცხოვრობდა ახალ ზელანდიაში და დადიოდა რიჩმონდ როუდის დაწყებით სკოლაში. შემდეგ იგი დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში და ისწავლა თავისუფლების საშუალო სკოლაში.

ის იყო სპორტული მოზარდი და მონაწილეობდა რამდენიმე სპორტულ ღონისძიებაში. ჯონსონი თამაშობდა ფეხბურთს და ასევე იგი იყო სკოლის მძლეოსნობისა და ჭიდაობის გუნდების წევრი.

მისი საყვარელი სპორტი იყო ფეხბურთი და მან მიიღო სრული სტიპენდია მაიამის უნივერსიტეტისგან. დუეინი იმედოვნებდა, რომ იგი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ მიღებულმა ტრამვამ ხელი შეუშალა ოცნებების ახდენაში. მან სასწავლებელი დაამთავრა 1995 წელს, ზოგადი კვლევების ბაკალავრის ხარისხით, კრიმინოლოგიასა და ფიზიოლოგიაში.

დუეინ ჯონსონმა 1997 წლის 3 მაისს იქორწინა დანი გარსიაზე. მათ ჰყავთ ქალიშვილი ალექსანდრა. ათწლიანი ცოლქმრული ცხოვრების შემდეგ, 2007 წელს მათ დაშორება გადაწყვიტეს.

დენი გარსიასთან განქორწინებიდან მალევე, ჯონსონმა შეხვედრა დაიწყო ლორენ ჰაშიანთან. ჯონსონმა ის პირველად 2006 წელს გაიცნო ფილმ „The Game Plan-ის“ გადაღებების დროს. მათი პირველი შვილი, ჟასმინ ჯონსონი, 2015 წლის დეკემბერში დაიბადა, ხოლო მათი მეორე შვილი, ტიანა გია ჯონსონი, 2018 წლის აპრილში.

დუეინ ჯონსონი ლორენ ჰაშიანზე დაქორწინდა 2019 წლის 18 აგვისტოს, ჰავაიზე.

დუეინ ჯონსონი

დუეინის კარიერული წინსვალა დაიწყო ჭიდაობით. იგი პროფესიონალი მოჭიდავე იყო და მიღებული აქვს რამდენიმე მედალი და ქამარი. მისმა მკაცრმა გარეგნობამ მას პოპულარობა მოუტანა და მან მალევე მიიღო შეთავაზებები, ემონაწილევა სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებში.

ჯონსონის პირველი დებიუტი შედგა ფილმში - „The Mummy Returns“. 2001 წელს ჯონსონმა ითამაშა მათეუსის როლი ფილმში - „The Scorpion King“. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ამ ფილმისთვის გადაუხადეს 5,5 მილიონი აშშ დოლარი.

2007 წელს დუეინმა ითამაშა განქორწინებული მამის - ჯო კინგმანის როლი კომედიურ ფილმში - „The Game Plan“. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მიიღო უარყოფითი შეფასება კრიტიკოსებისაგან, ფილმს შემოსავალი ჰქონდა 22 მილიონ დოლარზე მეტი.

2009 წელს იგი გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში - „Race to Witch Mountain“, რომელიც გადაღებულია ალექსანდრე კიის რომანის მიხედვით.

2011 წელს დუეინ ჯონსონი გამოჩნდა ფილმში - „The Fast“. უსაფრთხოების დიპლომატიური სამსახურის აგენტის, ლუკ ჰობსის როლში. ფილმს 86 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა და გახდა ჯონსონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციული ჰიტი. დუეინმა ასევე იმონაწილევა ფილმ „The Fast-ის“ გაგრძელებებში. დუეინთან ერთად ფილმში მთავარი როლები ჰქონდათ ისეთ ცნობილ მსახიობებს, როგორებიც არიან ვინ დიზელი, პოლ უოკერი, ჯინა კარანო და ჯონ ორტიზი. ფილმი 50-ე ადგილზეა მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში.

2016 წელს დუეინ ჯონსონმა ითამაშა სამოქმედო კომედიაში - „Central Intelligence“ და გაახმოვანა ანიმაციური ფილმი - „Moana“.

2017 წელს მან ითამაშა ორ დიდ ჰიტში, კერძოდ - „Baywatch“ და „Jumanji: Welcome to the Jungle“.

2018 წელს იგი ნახეს ორ სამოქმედო ფილმში, „Rampage“ და „Skyscraper“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დუეინ_ჯონსონი“-დან